39 წლის ამერიკელი მსახიობი ბროკ პირსი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
პირსი ბავშვობაში პოპულარული მსახიობი იყო, მან Disney-ს არაერთ ფილმში, მათ შორის First Kid-ში და Mighty Ducks-ში ითამაშა. სამსახიობო კარიერა 2017 წელს დაასრულა. ზრდასრულ ასაკში რამდენიმე წარმატებული საიტისა და სტრიმინგსერვისის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
2000 წელს ბროკი სამმა თანამშრომელმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა.