ნიკ ქენონი

პოდკასტის წამყვანი, ნიკ ქენონი ანტისემიტური განცხადებების გამო დაითხოვეს

NY Times

მსახიობი, მომღერალი და პოდკასტის წამყვანი, ნიკ ქენონი ანტისემიტური განცხადებების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. 

კომპანია ViacomCBS-ის ერთ-ერთ გადაცემაში წამყვანმა რამდენიმე შეთქმულების თეორიაზე ილაპარაკა, რომელშიც ებრაელები ფიგურირებდნენ.

"ViacomCBS ნებისმიერი სახის ფანატიზმს გმობს. ნიკ ქენონს მისი პოდკასტის შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც სიძულვილის ენითა და ანტისემიტური სტერეოტიპებით არის გაჯირებული. სამწუხაროა, რომ ნიკმა არ აღიარა დანაშაული და არ მოიბოდიშა. ამიტომ მასთან ურთიერთობას ვასრულებთ". – წერია კომპანიის განცხადებაში.

თავად წამყვანი ინციდენტს სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით გამოეხმაურა.

"ვინც მიცნობს, დაადასტურებს, რომ გულში სიძულვილი და ბოროტი განზრახვები არ მიდევს. სიძულვილის ენა და რიტორიკა ჩემთვის მიუღებელია. ჩვენს დროში ურთიერთობისა და გაგების პოპულარიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია". – წერს ქენონი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები