ნაია რივერა

GLEE-ს შემქმნელები ნაია რივერას შვილს კოლეჯს დაუფინანსებენ

NTD

სერიალ Glee-ს პროდიუსერები რაიან მერფი, ბრედ ფალჩაკი და იან ბრენენი ნაია რივერას შვილს, ჯოზის კოლეჯს დაუფინანსებენ.

რივერა რამდენიმე დღის წინ პიროს ტბაზე 4 წლის შვილთან ერთად ნავით სეირნობისას გაუჩინარდა. მაშველებმა მსახიობის ცხედარი გუშინ იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია სახელდება. 

"ჩვენ მეგობარი დავკარგეთ. ნაია ბრწყინვალე მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე იყო. კეთილი, გულუხვი, მხიარული. მისი ცხოვრების სიყვარული ჯოზია, ამიტომ გადავწყვიტეთ, კოლეჯის სრული საფასური დავუფინანსოთ". – წერია პროდიუსერების განცხადებაში.

 

 

კომენტარები