ხანძარი რუსეთში

რუსეთში, ციმბირში ტყის ხანძრების 300-მდე კერა გაჩნდა

Russian Emergency Ministry / AFP

რუსეთში, ციმბირში, ტყის ხანძრების 300-მდე კერა გაჩნდა. ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის ქსელის განცხადებით, ცეცხლის გაჩენა იანვრის შემდგომ რეგიონში უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამ და დაბალმა ტენიანობამ გამოიწვია.

ამ ტერიტორიაზე ხანძარი გასული წლის ზაფხულშიც გაჩნდა. მაშინ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხანძრის ჩაქრობის მცდელობას აზრი არ ჰქონდა და სპეციალური ტექნიკა და მეხანძრეები ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნა, რაც ცეცხლმა 3.2 მილიონი ჰექტარის ფართობზე ტყე გაანადგურა და მოსახლეობამ მთავრობას რეაგირება მოსთხოვა.

რუსეთის ტყეების დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ამჟამად 136 ხანძრის კერის ჩაქრობას ცდილობენ, რომელიც 43 000 ჰექტარზეა გავრცელებული. 159 კერა მეტისმეტად რთულად მისადგომად მიიჩნიეს იმისათვის, რომ იქ მეხანძრეები და სპეციალური ტექნიკა გაგზავნონ.

რეგიონში ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა 2 ივლისს გამოცხადდა. ცეცხლი 2 მილიონამდე ჰექტარ ტერიტორიას მოედო.

კომენტარები