კორონავირუსის ახალი შემთხვევა აჭარაში

აჭარაში COVID 19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში COVID 19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. – ინფორმაცია ტაბულას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

ინფიცირებულია თურქეთის მოქალაქე, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე საკუთარი მოთხოვნით სამშობლოში გადაჰყავთ და იგი მკურნალობას იქ გააგრძელებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 986 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 857 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები