ინგმარ ბერგმანი

HBO ინგმარ ბერგმანის ფილმის მიხედვით მინისერიალს გადაიღებს

Mubi

სატელევიზიო არხი HBO იწყებს მუშაობას ახალ სერიალზე, რომელიც დაეფუძნება ლეგენდარული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ფილმს სცენები ოჯახური ცხოვრებიდან.

ადაპტირებული სცენარის ავტორი, რეჟისორი და შოურანერი იქნება ოქროს გლობუსის მფლობელი ჰაგაი ლევი. მთავარ როლებს მიშელ უილიამსი და ოსკარ აიზეკი შეასრულებენ. პროექტის ერთ-ერთი თანაპროდიუსერია ბერგმანის შვილი დანიელი. 

ორიგინალი ფილმი 1973 წელს გამოვიდა. ექვს ეპიზოდად დაყოფილი სურათი ახალგაზრდა წყვილის ოჯახურ ცხოვრებას ასახავს.

 

კომენტარები