ტვ პირველი

შსს: TV პირველის ჟურნალისტმა შაქარაშვილის საქმეზე ექსპერიმენტის გამო ცრუ შეტყობინება გააკეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, 112-ში ჩხუბის შესახებ მოქალაქემ დარეკა, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი TV პირველის ჟურნალისტი დახვდა. უწყების ცნობით, ჟურნალისტმა განმარტა, რომ ცრუ შეტყობინება შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

"რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ელემენტარულ მედიასტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ, იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტაბულა დაუკავშირდა ტვ პირველის მთავარ პროდიუსერს, ნოდარ მელაძეს, რომელიც ამ ექსპერიმენტს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

კომენტარები