მეორე რეკორდი ბოლო კვირაში - ბეზოსის ქონებამ $182 მილიარდს დოლარს გადააჭარბა

bloomberg.com

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონების ღირებულებამ 182 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი ბეზოსმა რამდენიმე დღის წინ დაამყარა, როდესაც მისმა ქონებამ 172 მილიარდს გადააჭარბა. 

ამგვარი ზრდის მიზეზი, ბეზოსის მთავარი აქტივის Amazon-ის აქციების გაძვირება იყო. Forbes-ის მონაცემებით, Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ამგვარად, ბეზოსის ქონებამ, რომელიც კომპანიის აქციების 11%-ს ფლობს 182 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ბოლო კვირის განმავლობაში ჯეფ ბეზოსი 8 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ბეზოსის ქონება აშშ-ს მშპ-ს 0.89%-ს შეადგენს, რაც უმდიდრესი 500 ადამიანის ჯამური ქონების 3%-ს უტოლდება. 

ბეზოსის გარდა, გაიზარდა მისი ყოფილი ცოლის, მაკკენზი ბეზოსის ქონებაც, რომელმაც განშორების შემდეგ Amazon-ის აქციების 4% მიიღო. ამ დროისთვის მაკკენზი ბეზოსის ქონება 60 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

ამ დროისთვის მაკკენზი ბეზოსის მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ქალია, პირველ ადგილზე კი Wallmart-ის თანამფლობელი კეიტ უოლტონი დგას, რომლის ქონებაც 61 მილიარდ დოლარს აღემატება. 

კომენტარები