ოჯახში ძალადობა

"ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით" - ცოლის მკვლელობისთვის კაცს ბრალი წარუდგინეს

flickr

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ სურამში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი. ქ.-ს ბრალი წარუდგინა. ბრალდების მხარე 34 წლის კაცისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ი.ქ.-ს ცოლის მკვლელობისთვის 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი. ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – თ. რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ. რ. ადგილზე გარდაიცვალა". – აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ი. ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.

კომენტარები