ჩინეთს

ჩინეთში მთავრობის კრიტიკისთვის პროფესორი დააკავეს

BBC Chinese

ორშაბათს ჩინეთში სამართლის პროფესორი, სუ ჭანჟუნი დააკავეს. სუ ჭანჟუნი სამართალდამცავების სამიზნე მთავრობის კრიტიკის გამო გახდა. 

2018 წელს პროფესორმა პრეზიდენტის ორი ვადით არჩევის შეზღუდვის გააუქმების წინააღმდეგ ილაპარაკა, რისთვისაც ის ცინხუას უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს.

2019 წლის დასაწყიში კი პროფესორმა ჭანჟუნმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ჩინეთის მთავრობას კორონავირუსთან არაეფექტური ბრძოლისთვის აკრიტიკებდა. 

“ეს შეიძლება ჩემი უკანასკნელი სტატია იყოს”. – განაცხადა სუ ჭანჟუნმა. 

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პროფესორი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა და მას ინტერნეტსა და სოციალურ მედიებზე წვდომა შეუზღუდეს. 

პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია, თუ რის საფუძველზე დააპატიმრეს სუ ჭანჟუნი და რა ბრალდებები წაუყენეს მას. 

კომენტარები