ავარია თემქაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა თემქაზე - მძღოლი ავტომობილიდან გადახტა და მიმალვა სცადა

Rustavi2

თემქაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სკვერში შევარდა და ჯებირები დააზიანა. 

მძღოლი ავტომობილიდან გადმოხტა და მიმალვა სცადა, თუმცა ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. 

კომენტარები