აბაშაში მამკაცი დანით დაჭრეს

აბაშაში 38 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს

აბაშის ცენტრში 38 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებულს ცივი იარაღით მიყენებული შვიდი ჭრილობა აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია, ხოლო დაპირისპირების მოტივი, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტი გახდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები