ახალი კორონავირუსი სომხეთში

ანტირეკორდი სომხეთში – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა

armradio.am

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში 11 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 22 488 პირს დაუდგინდა. ვირუსულ ინფექციას სულ 397 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სერიოზულად ან კრიტიკულად შეფასდეს, 600-მდე მერყეობს. უფრო კონკრეტულად კი, ტოროსიანის ცნობით, 502 პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, 113 პირი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამ დროისთვის 40 პაციენტი სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.

სომხეთში COVID 19-ისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 538 პირი, სულ კი ვირუსული ინფექციისგან 11 335 ადამიანი განიკურნა.

კომენტარები