ამინდის პროგნოზი

წვიმა ელჭექით, ქარი, შესაძლებელია სეტყვა - როგორი ამინდი იქნება 28 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვისა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ცნობით, 25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა. შესაძლებელია, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები