ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის საწინააღმდეგო მოქმედებებს აჩერებს

Reuters

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებების აჩერებს. ანონიმურ სამხედრო წაყროებზე დაყრდნობით მომზადებული სამხრეთ კორეის სახელმწიფო მედიის ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროებმა პროპაგანდის გასავრცელებლად დემილიტარიზებულ ზონაში ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული 20 ხმის გამაძლიერებლიდან 10 გაიტანეს.

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოქმედებების შეჩერების გადაწყვეტილება კიმ ჩენ ინის თაოსნობით გამართული, მართველი პარტიის შეხვედრის შემდეგ მიიღო.

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ჩრდილოეთკორეულმა პროპაგანდისტულმა საიტმა თავისი გვერდიდან აიღო სამხრეთ კორეის მაკრიტიკებელი სტატიები. 

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები თვის დასაწყისში დაიძაბა. 9 ივნისიდან ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვიტა, მათ შორის გაითიშა სამხედრო კომუნიკაციის არხებიც. კომუნიკაციის გაწყვეტის მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთიდან გაგზავნილი პროკლამაციებია. ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების ჯგუფები ბუშტებზე მიბმულ ბროშურებს, სამხრეთ კორეულ ფილმებსა და ახალ ამბებს შემცველ მეხსიერების ბარათებს საზღვარზე უშვებდნენ. 

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონაში ჯარის გაგზავნითაც იმუქრებოდა. კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო-ჯონგმა ბრძანებაც მისცა არმიას დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლო განთავსების მზადყოფნისათვის ბრძანებაც მისცა.

მუქარის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ საზღვრის თავის მხარეს სამხრეთ კორეასთან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა.

დაძაბული ურთიერთობების ფონზე სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა კიმ იეონ-ჩულმა თავის თავზე აიღო მდგომარეობის გამწვავების პასუხისმგებლობა და გადადგა.

კომენტარები