თბილისის მერია

თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 20-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულებად მერიამ 19,9 მილიონი ლარი მიუთითა. 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, პროექტისთვის გამოყოფილი 20 მილიონი, ძირითადად, მომდევნო წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, წელს მხოლოდ თანხის 7% დაიხარჯება. წინადადებების მიღება 22 ივნისიდან დაიწყო და 19 ივლისამდე გაგრძელდება. 

პროექტის დასრულების სავარაუდო ვადად თბილისის მერიამ 400 კალენდარული დღე მიუთითა. ვაკის პარკთან დაკავშირებით თბილისის მერიის გეგმების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. 

ამ დროისთვის თბილისში რეაბილიტაცია უტარდება დედაენის პარკს, რომლის რეაბილიტაციაც გასული წლის მარტში დაიწყო, თუმცა ჯერაც არ დასრულებულა. რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად გაიხსნა რეაბილიტირებული მზიურის პარკიც.

კომენტარები