ესპანეთი

ესპანეთში ცუდად რესტავრირებული ნამუშევრის შემდეგ რეგულაციების შემოღებას ითხოვენ

Cedida por Coleccionista/Europa Press 2020

ესპანეთში კონსერვაციის ექსპერტებმა რესტავრაციაზე კანონების გამკაცრება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ბაროკოს ეპოქის ცნობილი ხელოვნის, ბარტლომე ესტებან მურილოს ცნობილი ნამუშევრის ასლი აღდგენისას დააზიანეს. 

ვალენსიაში კერძო კოლექციონერმა ავეჯის რესტავრატორს უმანკო ჩასახვის ნამუშევრის რესტავრაციისთვის 1 200 ევრო გადაუხადა. თუმცა, რესტავრაცია გეგმის მიხედვით არ წავიდა. ცუდი რესტავრაციის შემდეგ ღვთისმშობლის სახე ვერ იცნეს. მისი აღდგენა ორჯერ სცადეს, თუმცა ამაოდ. 

კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რესტავრაციის გალიციას სკოლის პროფესორმა, ფერნანდო კარერამ თქვა, რომ ამგვარი შემთხვევები ხაზს უსვამს მხოლოდ პროფესიონალების მიერ რესტავრაციის ჩატარების მნიშვნელობას:

"მე არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს, ან ადამიანებს, რესტავრატორები უნდა ვუწოდოთ... ისინი ნამუშევრებს ანადგურებენ".

რესტავრაციისა და კონსერვაციის ესპანეთის პროფესიული ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, კარერამ თქვა, რომ ამჟამინდელი კანონებით ადამიანებს რესტავრაციის პროექტებში ჩართვა იმ შემთხვევაშიც შეუძლიათ, თუ მათ საჭირო უნარები აკლიათ. 

მისი თქმით, ესპანური კულტურული მემკვიდრეობის გულისთვის ამ სექტორში მკაცრი რეგულაციების შემოღება საჭიროა – "დროდადრო ვხედავთ ამგვარ შემთხვევებს და ეს კვლავ მეორდება ... ეს არ უნდა იყოს პრიორიტეტების სათავეში, რადგან ცხადია, ეს არ არის ისეთი [მნიშვნელოვანი] რამ, როგორც ჯანდაცვა და დასაქმება. ამაზე მნიშვნელოვანი ბევრი რამაა. თუმცა, ეს ჩვენი ისტორიაა."

რესტავრაციისა და კონსერვაციის ესპანეთის პროფესიული ასოციაციის ერთერთმა ვიცეპრეზიდენტმა, მარია ბორიამ თქვა, რომ ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე ეს მედიაში შუქდება.

კომენტარები