Hamilton

ჰიპ-ჰოპ მიუზიკლი HAMILTON-ის ტრეილერი გამოვიდა

პოპულარული მიუზიკლის, Hamilton, სატელევიზიო ვერსია სტრიმინგ სერვისზე Disney+ გამოვა. 

მიუზიკლი ბროდვეიზე 2015 წელს ლინ-მანუელ მირანდამ დადგა. ნამუშევარმა შემქმნელს გრემის ჯილდო და პულიცერის პრემია მოუტანა. 

ჰიპ-ჰოპ მიუზკლი, აშშ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ალექსანდერ ჰაილტონის ბიოგრაფიას ეფუძნება. დადგმა მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს, მათ შორის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და კონსტიტუციის დაწერას აღწერს. 

ჰამილტონის სატელევიზიო პრემიერა 3 ივლისს გაიმართება.

კომენტარები