ლელო საქართველოსათვის

ჯაფარიძე: მარგველაშვილთან მჭიდრო კოსულტაციები გვაქვს, ჩვენი ხედვები თანხვედრაშია

პრეზიდენტ მარგველაშვილთან მჭიდრო კონსულტაციებს ვახორციელებთ. ჩვენი ხედვები ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მწვავე საკითხების გადაწყვეტის გზებზე თანხვედრაშია და მოლაპარაკებებს ვაგრძლებთ. თუ რა ფორმით ვითანამშრომლებთ, ამის შესახებ აუცილებლად საზოგადოებას და მედიას ვაცნობებთ. 

ასევე ვადასტურებ, რომ კონსულტაციები გვაქვს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე ყველანი ერთად ქართულ ოცნებას პირველივე ტურში დავამარცხებთ

ამბობს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზე.

კომენტარები