1 წელი 20 ივნისიდან

1 წელი 20 ივნისიდან - დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

სირცხვილია

20 ივნისის, "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით აქცია გაიმართება. 

დაგეგმილი აქციის გამო, თბილისის მერია რუსთაველის გამზირს 14:00-დან გადაკეტავს. მოძრაობა სირცხვილიამ ამ მოთხოვნით მერიას რამდენიმე დღის წინ მიმართა. “გავრილოვის ღამის“ წლისათავისადმი მიძღვნილი აქცია - "ჩვენ გვახსოვს, რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულს" - 19:00-ზე დაიწყება.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები