ნურსულთან ნაზარბაევი

ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა

euronews

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ნაზარბაევის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ნაზარბაევი თვითიზოლაციაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ნურსულთან ნაზარბაევი მუშაობას დისტანციურად აგრძელებს", - წერია განცხადებაში. 

79 წლის ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 28 წლის განმავლობაში მართავდა, 2019 წელს პოსტი დატოვა. ის კვლავ რჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და მმართველი პარტიის ლიდერად.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 22 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. 

კომენტარები