კიანუ რივზის კასკადიორი: რაც კარგი გსმენიათ კიანუზე, 110%-ით სიმართლეა

Hollywood Reporter

კიანუ რივზთან ურთიერთობაზე მისმა კასკადიორმა ჯერემი ფრაიმ ისაუბრა. 

რივზმა და ფრაიმ ერთმანეთი ჯონ ვიკის გადაღებებზე გაიცნეს.

"კიანუ გამღები და უანგარო ადამიანია. რაც კარგი გსმენიათ მასზე, 110%-ით სიმართლეა. გადაღებებზე მალე დავმეგობრდით, ერთ დღესაც მითხრა: "არ გინდა, ლაგუნა საკაში გავემგზავროთ?" დავთანხმდი, როგორც აღმოჩნდა, მან კალიფორნიის პოპულარული მოტოდრომი ორი დღით იქირავა. ადგილზე 30-დე მისი მეგობარი, მათ შორის, ცნობილი ადამიანები დაგვხვდნენ. კიანუმ სასტუმროებში დაგვაბინავა, ჩვენ კვებაზე და გართობაზე იზრუნა". – იხსენებს ფრაი.

კიანუ რივზს მრავალი კინომოყვარული უკანასკნელ კინოგმირს უწოდებს. ჰოლივუდის წრეებში მას დადებითი და გულისხმიერი ადამიანის რეპუტაცია აქვს.

კომენტარები