TikTok

TikTok-ის მფლობელი კომპანიის მოგება პირველ კვარტალში 130%-ით %, $5,6 მილიარდამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინური კომპანია ByteDance-ის მოგება, რომელიც აპლიკაცია TikTok-ის მფლობელია 130%-ით გაიზარდა და 5,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters საკუთრ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კომპანია წელს ჯამური მოგების 200 მილიარდ იუანამდე ზრდას გეგმავს, რაც მთავარი კონკურენტის Tencent-ის მოგების მოცულობის ნახევარია. გამოცემის ინფორმაციით, მკვეთრად გაზრდილი შემოსავლის მიზეზი, ByteDance-ის სხვადასხვა აპლიკაციაზე გაზრდილი მოთხოვნა და ამ გზით რეკლამის მოცულობის ზრდა გახდა. 

კომპანიის მიერ გამოშვებული რამდენიმე აპლიკაცია ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობდა. ჯერ კიდევ იანვარში ჩინეთში 10 ყველაზე პოპულარული აპლიკაციიდან 6 სწორედ ByteDance-ის მიერ იყო შექმნილი.

კომენტარები