Drive-In კინოთეატრი თბილისში

კავეა თბილისში რამდენიმე Drive-In კინოთეატრს გახსნის

Cavea

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმსხვილესი კინოთეატრების ქსელი კავეა, თბილისში რამდენიმე Drive-In კინოთეატრს გახსნის.

"მალე ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე და იუსტიციის სახლის პარკინგზე კავეას ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. კავეა Drive-In საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილისთვის იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც." – წერს კავეას პიარსამსახურის წარმომადგენელი.

Drive-In კინოთეატრში მაყურებელი მანქანით მიდის და ფილმს ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე ავტომობილიდან გადმოუსვლელად უყურებს. პირველი მსგავსი კინოთეატრები მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში გამოჩნდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დრაივ ინ კინოთეატრები მსოფლიოში კვლავ პოპულარული გახდა. 

კომენტარები