რეკლამა

® "ოქროს ბურთში" 1 ლარით 40 000 ლარამდე თანხა სტარტაპერმა მოიგო

"ოქროს ბურთში" სტარტაპერმა 1 ლარით მოიგო 40 000 ლარამდე თანხა. 

ირაკლი მოგებული თანხით ახლადდაწყებული ბიზნესის განვითარებას გეგმავს. ირაკლი ქოქრაშვილი პროგრამისტია და და მისი ბიზნესიც სწორედ ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება, ის ვირტუალური რეალობის თამაშებს ქმნის.

"ოქროს ბურთის“ თამაშიც რამდენიმე თვის წინ ონლაინ დაიწყო. როგორც თავად მოგებული ყვება, "www.lotto.ge-ს რეკლამას მოვკარი თვალი რომელიღაც საიტზე, დამაინტერესა და შევედი. თავიდან თამაშის წესებიც არ ვიცოდი, შემდეგ ერთლარიანი ლოტო „5/35 - ოქროს ბურთის“ ბილეთი შევავსე და ასე დავიწყე ლატარიის თამაშიც, მოგების დღეს 4 ბილეთი მქონდა ნაყიდი www.lotto.ge -ზე. როდესაც ლოტოტრონმა ჩემი შერჩეული რიცხვები გამოავლინა, ნახევარი საათი ვერ ვიჯერებდი, რომ 1 ლარად 39 742 ლარი მოვიგე“.

ირაკლი ქოქრაშვილს საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მოგებული თანხა უკვე გადასცა.

1-ლარიანი ლოტო 5/35 – ოქროს ბურთის გათამაშება ყოველდღიურად იმართება რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 20:30 საათზე. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ონლაინ www.lotto.ge-ზე, ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით, კომპანიის სერვისცენტრებში, რომლებიც მდებარეობს დიდ სავაჭრო მოლებსა და საქართველოს ფოსტის ჯიხურებში .

იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას, საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ წარმატებას!

კომენტარები