ინდიანა ჯონსი

გამომცემლობამ EMPIRE ყველა დროის უდიდეს კინოგმირად ინდიანა ჯონსი დაასახელა

SyFy

გამომცემლობამ Empire საკუთარ მკითხველებში გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, ყველა დროის უდიდესი კინოგმირის სტატუსი თავგადასავლების მოყვარულმა არქეოლოგმა, ინდიანა ჯონსმა მიიღო.

მეორე ადგილი სამეცნიერო ფანტასტიკური ფრენჩაიზის – "უცხოს" მთავარი გმირი, ელენ რიპლი გახდა. სრულ სიას გამომცემლობა ივლისში გამოაქვეყნებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ჩამონათვალში მარტი მაკფლაი, როკი ბალბოა და შავი ქვრივი მოხვდნენ.

ამ დროისთვის ინდიანა ჯონსის რიგით მეხუთე, ახალ ფილმზე მუშაობა დაწყებულია. პრემიერა 2022 წლის 22 ივლისს არის დაგეგმილი. 

 

კომენტარები