ოსკარი: მთავარი ფილმის კატეგორიაში ათი ფილმი იქნება ნომინირებული

Hollywood Reporter

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის წესებში შესულ უკანასკნელ ცვლილებებზე ისაუბრა. 2022 წელს მთავარი ფილმის კატეგორიაში ოქროს ქანდაკებისთვის 10 ფილმი იბრძოლებს. კონკურსში მონაწილეობის პირობები ამ ეტაპზე უცვლელია.

აკადემია სტრიმინგ პლატფორმის Academy Screening Room ფუნქციებს გააფართოებს, რომელიც წევრებს მთელი წლის განმავლობაში მისცემს წარდგენილი ფილმების ნახვის საშუალებას. გავრცელებული ბრალდების თანახმად, აკადემიის წევრები ხშირად სურათებს არ ნახულობენ და ხმას ისე აძლევენ.

ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიალი 2021 წლის 28 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები