I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა

ბათუმი
georgia.travel

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის პირველი კვარტლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 3.9%-ით არის შემცირებული.

საქსტატის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 887.2 ათასს შეადგენდა, როცა შარშან ეს რიცხვი 918.4 ათასს უტოლდებოდა.

მათი ვიზიტების რაოდენობა 2020 წლის პირველ კვარტალში 1 მილიონ 39 ათასს შეადგენდა, როცა 2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მილიონ 101 ათასს აღწევდა.

ვიზიტების 53.5%-ის მიზანი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო, 13.9%-ის – შოპინგი, 10%-ის კი – მკურნალობა/გაჯანსაღება. ვიზიტების 9.6% მეორე სახლის მოსანახულებლად შედგა.

მონახულებული რეგიონების ჩამონათვალის სათავეში თბილისია – დედაქალაქზე ვიზიტების 29.3% მოდის. მას მოსდევს იმერეთი – 15%-ით და აჭარა – 11.1%-ით.

კომენტარები