12 ივნისს ქაბულის მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბევრი დაშავდა.
"ასაფეთქებელი შირ შაჰ-ე-სურის მეჩეთში იყო მოთავსებული და ის პარასკევს, ლოცვის მიმდინარეობისას აფეთქდა," - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე განცხადებით, დაღუპულებს შორის ერთერთი მოლაა.
სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია.