The Matrix 4

კიანუ რივზმა ისაუბრა, რატომ გადაწყვიტა კვლავ ნეოს როლის შესრულება

კიანუ რივზი ნეოს როლში.

კიანუ რივზმა მატრიცას მეოთხე ფილმის შესახებ ისაუბრა და მოყვა, რატომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეესრულებინა ნეოს როლი.

მსახიობის თქმით, რეჟისორმა, ლანა ვაჩოვსკიმ, "მშვენიერი სცენარი და ლამაზი ამბავი" დაწერა, რომელიც მასთან დაკავშირებულია.

"ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე კიდევ ერთხელ [მატრიცაში] მონაწილეობის მიღება. კვლავ მასთან მუშაობა [ლანა ვაჩოვსკისთან] გასაოცარია. ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა და ასე მგონია, რომ სცენარში არის მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიდანაც შეიძლება სარგებელი წამოვიღოთ", - თქვა რივზმა.

მატრიცას პირველი ნაწილი ლილი და ლანა ვაჩოვსკებმა 1999 წელს გამოუშვეს. მას შემდეგ ნამუშევარი საკულტო ფილმად იქცა.

მეოთხე ნაწილში გარდა კიანუ რივზისა, კერი ენ-მოსიც დაბრუნდება და ის კვლავ თრინითის როლს შეასრულებს.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს კიდევ მოხდებოდა. ჩემს ინტერესში აღარ შედიოდა", - თქვა მოსმა.

მატრიცას მეოთხე ნაწილი 2021 წლის მაისში გამოვა.

კომენტარები