სამების ტაძარს გადაუხდელობის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა, გადასახდელია 256 652ლარი.
ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა, TV პირველს უთხრა, რომ დავალიანება 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა.
"კომპანიის მიმართ მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის, ძალიან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს. რა ქნას იმ კომპანიამაც, ყოველთვის გვერდით გვედგა და რაღაც მომენტში ასე გადაწყვიტეს", - თქვა არქიმანდიტრმა.