NBA სეზონს 31 ივლისიდან განაახლებს

bbc.com

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, NBA-ის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საკალათბურთო სეზონი 31 ივლისს განახლდება. 

თამაშები გულშემატკივრების გარეშე ფლორიდასთან ახლოს, დისნეის კამპუსში ჩატარდება. 

"მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ჩვენ სეზონის უსაფრთხოდ და საპასუხისმგებლო ფორმით დასრულებას ვიმედოვნებთ. ეს მოხდება მკაცრ პროტოკოლებზე დაყრდნობით, რომელსაც ახლა საბოლოოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან და სამედიცინო ექსპერტებთან ერთად გავდივართ", - ამბობს კომისიის წევრი ადამ სილვერი. 

NBA-ის სეზონი 11 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ კალათბურთელს covid19 დაუდასტურდა. 

კომენტარები