თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გაიხსნა - გაუქმდა ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

გაუქმებულია ყველა საკონტროლო გამშვები პუნქტი და 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ.

მერიის ინფორმაციით, თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების 55 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  

"ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 7 ხოლო კარანტინში 36 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 5 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება ჩატრებული აქვს ჯამში 872 პირს", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

თეთრიწყაროში COVID-19ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, 26 აპრილს კი მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა.

კომენტარები