ნაძალადევში პარტია "ლელოს" ოფისის გაქურდვა სცადეს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რაიონული ორგანიზაციის თანამშრომლებს ოფისში შესასვლელი კარის ბოქლომი გატეხილი დახვდათ, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.
ტაბულას შსს-ში მომხდარი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.