ჯონ ბოიეგა

მსახიობი ჯონ ბოიეგა ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა

News Sky

ვარსკვლავური ომების მსახიობი ჯონ ბოიეგა ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

წარმოშობით ნიგერიელმა მსახიობმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე და რასიზმზე ისაუბრა. სიტყვის წარმოთქმისას ბოიეგამ ცრემლები ვერ შეიკავა.

"დიდი მადლობა ყველას ვინც დღეს აქ მოვიდა. ეს მნიშვნელოვანია. შავკანიანი ადამიანების სიცოცხლე იყო და არის ფასეული. მიუხედავად ტანჯვისა ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით გამარჯვებას. მე ამ ქვეყანაში დავიბადე, მე 28 წელია ლონდონში ვცხოვრობ და ყველა შავკანიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც პირველად ვიღაც გაგრძნობინებს რომ შენი კანის ფერი განსხვავებულია. მინდა რომ გაიგოთ, მინდა რომ გაიგოთ, მინდა რომ გაიგოთ, გაიგოთ როგორი მტკივნეულია, როდესაც ვიღაც გახსენებს რომ შენი რასა ცარიელი ადგილია. ჩვენ ჯორჯ ფლოიდის, სანდრა ბლენდის, ტრეივონ მარტინის, სტივენ ლოურენსის, მარკ დუგანის მხარდაჭერის ფიზიკური რეპრეზენტაცია ვართ. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი მაქსიმალურად მშვიდობიანი იყოს..." 

კომენტარები