პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო, 28 ივნისს ჩატარდება

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება. ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა, ელჟბიეტა ვიტეკმა თქვა. საპრეზიდენტო არჩევნები 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ის კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. როგორც სეიმის მარშალმა 3 ივნისს განაცხადა, "10 მაისს რომ არჩევნები არ ჩატარდა, ოპოზიციის ბრალია".

"ჩვენი მცდელობა მიმართული იყო პოლონელების ჯანმრთელობისა და ეკონომიკის დაცვაზე, თუმცა, 10 მაისს არჩევნების ჩატარება შეიძლებოდა, ეს პოლონელების წმინდა უფლება იყო. არჩევნები პოლონელების წმინდა უფლებაა" - თქვა ვიტეკმა.

გამოკითხვების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი (41%) რეიტინგი მოქმედ პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას აქვს. მეორე ადგილს ვარშავის მერი და "მოქალაქეთა კოალიციის" კანდიდატი, რაფალ ტჟასკოვსკი იკავებს (26.7%). მას 10%-ით მოჰყვება დამოუკიდებელი კანდიდატი - შიმონ ჰოლოვნია.

კომენტარები