გაზგასამართი სადგურის აფეთქება

გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია

Mtavari.tv

გუშინ, პირველ ივნისს, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ ისაუბრა.

დაშავებული მამაკაცი 48 წლის არის და აფეთქების შედეგად, სხეულის 25% აქვს დამწვარი. კაცი გაზგასამართი სადგურის თანამშრომელია. ამჟამად ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

"დაზიანებული ჰქონდა სახის არე, წელის არე, ორივე ზემო კიდური და ორივე ქვემო კიდური უბნობრივად. საეჭვო იყო სასუნთქი გზების თერმული-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა", - თქვა ქაშიბაძემ.

გუშინ, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, კაფე ვერდეს მახლობლად მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება იყო. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები