გახარია პარლამენტში

გოცირიძე კობახიძეზე: რვა სიმართლე ვესროლე - რვავე მოხვდა შუბლში

თურმე კობახიძეს განუცხადებია, რომ რომან გოცირიძემ ხუთ წუთში რვა ტყუილი თქვაო. სინამდვილეში საქმე იყო შემდეგნაირად - რვა სიმართლე ვესროლე და რვავე მოხვდა შუბლში.  

პრემიერმინისტრმა დღეს, ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და ტრიბუნიდან გაიქცა. ვერცერთ შეკითხვას ვერ უპასუხა

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანზე, ირაკლი კობახიძეზე. "ჩვენ დავთვალეთ , 5 წუთის განმავლობაში 8 ტყუილის თქმა მოასწრო", - თქვა კობახიძემ გოცირიძეზე.

კომენტარები