გახარია პარლამენტში

გოცირიძე: პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი

პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი. არ მოიტანა ბიუჯეტი. მისი არც ერთი სიტყვა, რაც აქ მოვისმინეთ, სანდო არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არცერთი თეთრით არ გაუწია.

კვლავ გაუგებარია, როდის იქნება ეს ფული [დახმარება], რა რაოდენობის იქნება, რას აპირებს ბიზნესთან დაკავშირებით. არც ერთ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი. როდესაც პანდემიის პერიოდში ამბობდნენ, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ვნებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ვისაც ახლავს სხვა დაავადებები, ზუსტად ასეთ ვითარებაშია საქართველოს ეკონომიკა.

უთხრა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში კორონავირუსის მართვის ანგარიშს წარადგენს.

კომენტარები