გახარია პარლამენტში

პრემიერი გახარია პარლამენტში დღეს, 27 მაისს მივა, სესია 12:00 საათზე იწყება

Parliament

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას მოუსმენენ.დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. გახარია პარლამენტში ქვეყანაში კორონავირუსისა მართვის შესახებ წარადგენს ანგარიშს.

პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, მანამდე კი 11:00 საათზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა არის ჩანიშნული.

პრემიერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატებს საშუალება ექნებათ გიორგი გახარიას კითხვები დაუსვან.

სხდომას დაესწრება ოპოზიციაც.

პრემიერმინისტრის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ითხოვს. მათ თქმით, პრემიერი პარლამენტში მაში უნდა მისულიყო, როცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას უყარეს კენჭი და დეპუტატებისა და საზოგადოებისთვის სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.

კომენტარები