სექსუალური უმცირესობების უფლებები

გიგი უგულავა: თუ არ ვისწავლით განსხვავებულის მიღებას, სრულფასოვან ერად ვერ შევდგებით

საქართველო არსებითად ქრისტიანული ქვეყანაა, განსხვავებული ადამიანების პატივისცემა და მიღება როგორც თანასწორისა, არ არის მხოლოდ კონსტიტუციური მოვალეობა, ეს არის ქრისტიანული მოვალეობა.

დღეს იესოს, მის სწავლებას ის ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ყველაზე ჩაგრულ თემს იცავს. დღეს იესოს არ წარმოადგენს თუნდაც ის ეპისკოპოსი, რომელიც სახელმწიფოსგან 20 ჰექტარ ტყეს იღებს საჩუქრად. იესოს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძვიან უთანასწორობისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

20-25 წლის წინ რელიგიური უმცირესობების საკითხი იდგა მწვავედ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოვდივართ საბჭოთა საზოგადოებიდან, სადაც ნებისმიერი ტიპის განსხვავებული არსებობა დაუშვებელი იყო. ჩვენ აქედან გამოსული ერი ვართ და ჩვენ ეს პრობლემა მოგვყვება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქრისტიანული და სამოქალაქო ვალია, განსხვავებული ადამიანი იყოს თანასწორი, არ შეიძლება მათი სამსახურებიდან გაგდება, მათი შევიწროვება, არ შეიძლება მათი და მათი ოჯახების შეურაცხყოფა.

ადამიანი არის ღვთის ქმნილება, ღმერთმა შეგვქმნა ადამიანებად და ამავე დროს ინდივიდებად. თუ ჩვენ არ ვისწავლით განსხვავებულის მიღებას, ჩვენ ვერ შევდგებით სრულფასოვან ერად

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ მთავარი არხის ეთერში სექსუალური უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

კომენტარები