ბოლო ორ თვეში მსოფლიოს უმდიდრესი 25 ადამიანის ქონება $255 მილიარდით გაიზარდა

მარკ ცუკერბერგი
Reuters

გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი 25 ადამიანის ქონება ჯამურად 255 მილიარდი დოლარით გაიზარდა. გამოცემა უმდიდრესი ადამიანების ქონების ზრდის დინამიკას 22 მარტან 23 მაისამდე პერიოდში აკვირდებოდა. 

მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტად 31,4 მილიარდი დოლარით Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის ქონება გაიზარდა. ამის მიზეზი Facebook-ის აქციების ფასის რეკორდული ზრდაა, ბოლო ორი თვის განმავლობაში აქციები 60%-ით გაიზარდა და 22 მაისს რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ამ დროისთვის ზაკერბერგის აქტივების ღირებულება 86,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და Forbes-ის მილიარდერლთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. 

ზაკერბერგზე ოდნავ ნაკლებით, 29,9 მილირდი დოლარით გაიზარდა Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება. პანდემიის ფონზე დაწესებული ამკრძალავი ზომების ფონზე მთელ მსოფლიოში ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნდა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად 29%-ით გაიზარდა Amazon-ის აქციების ფასიც. გამოცემა ბეზოსის ქონებას ამ დროისთვის 146,9 მილიარდი დოლარით აფასებს, რითიც ჯეფ ბეზოსი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ინარჩუნებს. 

ბოლო ორ თვეში 20 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ინდოელი მეტალურგიის მაგნატის მუკეშ ამბანის ქონებაც. ამის მიზეზი ამბანის კუთვნილ ერთ-ერთ კომპანიაში Facebook-ის მხრიდან 5,7 მილიარდი დოლარის ინვესტირება გახდა. ამ დროისთვის ამბანის ქონება 52 მილიარდ დოლარს აღემატება. 

ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი 25 ადამიანის ჯამური ქონება 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მსოფლიოს მილიარდერთა ჯამური ქონების 16%-ს შეადგენს.

კომენტარები