ოსკარი 2021

ოსკარის 2021 წლის დაჯილდოება შესაძლოა გადაიდოს

BBC.co.uk

ოსკარის 2021 წლის დაჯილდოება შეიძლება გადაიდოს - ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Variety ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოსკარის დაჯილდოების თარიღად 2021 წლის 28 თებერვალი იყო დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა, გეგმა შეიცვალოს.

"სავარაუდოა, რომ გადაიდება", - ამბობს Variety-ის ერთ-ერთი წყარო.

ამასთან ერთად, წყაროს ინფორმაციით, დაჯილდოების გადადების შემთხვევაში ახალი თარიღები ჯერ ამერიკის კინოაკადემიას არ განუხილავს.

აპრილში, ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტმა, დევიდ რუბინმა, გამოცემას განუცხადა, რომ ადრეა 2021 წლის ოსკარზე საუბარი.

"შეუძლებელია, ვიცოდეთ, რა გარემო იქნება მაგ დროისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ამის ჩატარება გვინდა, თუმცა არ ვიცით, რა ფორმით მოხდება ეს", - თქვა მაშინ დევიდ რუბინმა.

კომენტარები