8 მარტის შეთანხმება

ელჩი დეგნანი: გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ყველა მხარე სრულად შეასრულებს შეთანხმებას

არ ვფიქრობ, რომ ჩემგან სწორი იქნება, ვისაუბრო იმ საქმეზე [გიორგი რურუას საქმე], რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლოში და როგორც ფასილიტატორების განცხადებაში ეწერა, მეც ვფიქრობ, რომ 8 მარტის შეთანხმება თავად საუბრობს საკუთარ თავზე. ვფიქრობ, რომ ყველა მხარემ იცის, ეს რას ნიშნავს, მხარეებმა დადეს პირობები 8 მარტის შეთანხმებაში და არა ფასილიტატორებმა, ამიტომაც, ფასილიტატორების როლი არაა შეთანხმების ინტერპრეტირება. 

რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, რათა შეიქმნას სწორი გარემო პარალიზებადი პოლიტიკური დაძაბულობის დეპოლარიზაციისთვის, რომელიც აქამდე არსებობდა და ასევე განსაზღვროს პირობები ამ წლის შემოდგომის არჩევნებისთვის, რათა ქართველებმა იამაყონ ამით და ჰქონდეთ შედეგისადმი ნდობა.

ამიტომაც, გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე სრულად შეასრულებს შეთანხმებას და გადავა ახალ ეტაპზე, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის მომზადებას გულისხმობს და მოიცავს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღებას. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე 30, თუ 20 წელია არსებობს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ამის შესახებ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე მთავარი არხის კითხვის პასუხად ისაუბრა. მთავარმა არხმა ელჩს ჰკითხა, რას იტყოდა ის, როგორც 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი, იმ ფაქტზე, რომ თუკი გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები