17 მაისი

მსვლელობა ჯიპებით და სკუტერებით - საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს

მსვლელობა ჯიპებით და სკუტერებით - 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

მართლმადიდებელი სასულიერო პირები მსვლელობას 2014 წლიდან მართავენ, თუმცა, წელს ფორმატი განსხვავებულია - მსვლელობა მანქანებით და სკუტერებით ეწყობა.

როგორც საპატრიარქომ განაცხადა, კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახები, დედაქალაქი და სრულიად საქართველო დალოცა. მისი კურთხევით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და მოსახლეობას დალოცავენ.

კომენტარები