ამსტერდამიდან სპეცრეისით საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოვიდა

პირველი არხი

ამსტერდამიდან სპეცრეისით თბილისში საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოვიდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მათ სამედიცინო შემოწმება აეროპორტში გაიარეს და სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის საკარანტინო სივრცე 84 სასტუმროში არის მოწყობილი და მათში 3 819 ადამიანი არის მოთავსებული. 

კომენტარები