აკადემიური წელი

განათლების მინისტრი: აკადემიური წელი არ იქნება, სემესტრი შედგა

დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ სწორედ დისტანციური სწავლების დანერგვით, მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აკადემიური წელი არ იქნება. შესაბამისად, სემესტრი შედგა, მოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდეგ კურსებზე.

ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება და აქ განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, პროფესორებს, იმ გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები და პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ.

ის დიდი შრომა, რუდუნება, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა ჭეშმარიტად წარმოადგენდა მათგან ძალიან დიდი გმირობას, რადგან, ფაქტობრივად, ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში. მათი დამსახურებაა, რომ ასე წარმატებით გაგრძელდა ეს პროცესი. 

განათლების მინისტრი მიხელ ჩხენკელი განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

კომენტარები