მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
გეტა ერთერთია ბოლნისის იმ ორი სოფლიდან, სადაც გუშინ, 15 მაისს, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გეტაში ვირუსი რვა ადამიანს დაუდასტურდა.





