პოლ ვერჰუვენი

პოლ ვერჰუვენი გი დე მოპასანის ლამაზი მეგობრის ეკრანიზაციას გადაიღებს

No Spoiler

ნიდერლანდელი რეჟისორი, რობოკოპისა და ძირითადი ინსტინქტის რეჟისორი, პოლ ვერჰუვენი ფრანგი კლასიკოსის, გი დე მოპასანის რომანის ლამაზი მეგობრის ეკრანიზაციას გეგმავს.

ეკრანიზაცია რვა ეპიზოდისგან შემდგარი მინისერიალი იქნება. პროექტის პროდიუსერი საიდ ბენ საიდია. ადაპტირებული სცენარის თანაავტორი და შოურანერი თავად ვერჰუვენი იქნება.

რომანის მოქმედება მეთვრამეტე საუკუნიდან ჩვენს დროში იქნება გადმოტანილი. ვერჰუვენის ვერსიაში მთავარი გმირი ჟორჟ დიურუა სატელევიზიო არხის რედაქციის თანამშრომელია.

კომენტარები