ანაზღაურებადი შვებულება

თუ დედა არ გამოიყენებს, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების მიღება მამას შეეძლება

https://medicalxpress.com/

ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების მიღების უფლება მამებსაც ექნებათ, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დედა არ გამოიყენებს. შესაბამისი ცვლილება შრომის კოდექსში შედის.

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით.

ამასთან, დასაქმებულს ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 587 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია მხოლოდ 57 კალენდარული დღე.

"ბავშვის მოვლის გამო შვებულება, ორსულობის და მშობიარობის შვებულების გამოყენებული დღეების გამოკლებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების შესახებ" - წერია კანონპროექტში, რომლის ინიციატორები არიან დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

აქამდე, საქართველოს კანონმდებლობა ცალკე მამის დეკრეტულ შვებულებას არ არეგულირებდა. განსაზღვრული იყო ორწლიანი შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. სპეციალისტების თქმით, იმის გამო, რომ ორსულობა, მშობიარობა და შემდგომ ბავშვის მოვლა, როგორც შვებულების ეტაპები გამიჯნული არ იყო, ეს ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა, მამას რომელიმე მათგანით დამოუკიდებლად ესარგებლა.

კომენტარები